რეზონანსი
26.06.2026

საზოგადოებაში აქტუალობას არ კარგავს ამბავი იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“. არხიდან წასვლის შესახებ ხაზარაძემ 24 მაისს თავად გაავრცელა ვიდეომიმართვა.

აღნიშნულ საკითხის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ, ქეთო ანთიძის პოდკასტში „ჩვენ“ - ისაუბრა. მისი თქმით, მას გია ჯაჯანიძესთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„ეს იყო ერთ-ერთი ინციდენტი, რომელიც დამემართა ჯაჯოსთან. ჯაჯოს და ჩემი ურთიერთობა იყო ყოველთვის ასეთი, ანუ სულ ვიცინი მასზე, ვიცინი და არა დავცინი. თუმცა, ძალიან ვინერვიულე ამ ინციდენტზე ნამდვილად გადავამეტე და იმდენი ბოდიში ჩემ ცხოვრებაში არავისთვის არ მომიხდია. დიდად ეს ყველაფერი ჩემი და ჯაჯოს ურთიერთობაზე არ ასახულა, ისევ გვაქვს კონტაქტი“, - ამბობს ნანიკო.

როგორც მან აღნიშნა, მის ტელევიზიიდან წამოსვლას ამ ინციდენტთან არაფერი კავშირი არ აქვს. ცნობისთვის, რაც შეეხება საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს,

ტელეწამყვანის ტელეკომპანია „იმედიდან“ წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გადაცემა „ჩვენი ოჯახის“ ეთერში, მსოფლიო ვარსკვლავ ორნელა მუტის სტუმრობისას მომხდარი ინციდენტი სახელდება. აღნიშნულ გადაცემაში ნანიკო ხაზარაძემ გია ჯაჯანიძეს, რომელსაც იტალიელი მსახიობის სახელი შეეშალა,

შეცდომა იქვე შეუსწორა და თავზე მსუბუქად წამოარტყა ხელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×