რეზონანსი
26.06.2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, „დიფ სთეითის“ მიერ ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები იმ ქმედებებს ჰგავს, რომლებიც, მისი თქმით, იმავე ინსტიტუტებმა დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში განახორციელეს.

„თუ გადავხედავთ ისტორიას, თუ როგორ დაამხო „დიფ სთეითმა“ რიჩარდ ნიქსონი, ეს დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც იმავე ჯგუფებმა, იმავე ინსტიტუტებმა სცადეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მისი პირველი ადმინისტრაციის დროს“, - განაცხადა ვენსმა.

როგორც მან აღნიშნა, ტრამპის წინააღმდეგ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყეს. პირველად - იმ ბრალდებით, რომ უკრაინის პრეზიდენტზე ვოლოდიმირ ზელენსკიზე, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზნით ზეწოლას ახორციელებდა და სამხედრო დახმარების შეჩერებით ემუქრებოდა. მეორედ კი - 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმზე თავდასხმის წახალისების ბრალდებით, მას შემდეგ, რაც ტრამპი არჩევნების შედეგების შეცვლას უშედეგოდ ცდილობდა.

ვენსმა აგრეთვე განაცხადა, რომ ნიქსონის პოლიტიკური მემკვიდრეობა დღეს „ერთგვარ აღორძინებას განიცდის“, რადგან, მისი თქმით, უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის დიპლომატიურ მიღწევებს, მათ შორის ვიეტნამის ომის დასრულებასა და ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ვენსის შეფასებით, ნიქსონი „პოლიტიკური გენიოსი“ იყო, რომელთანაც მას ბევრი საერთო აქვს.

„ახალგაზრდა სენატორი, ვიცე-პრეზიდენტი, ბესტსელერების ავტორი, მედიის მხრიდან არაპოპულარული. ეს გარკვეულწილად ჯეი დი ვენსსაც ჰგავს“, - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×