რეზონანსი
26.06.2026

პოლონელების თითქმის 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, - IBRiS-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 59.7% მხარს არ უჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას. 

გამოკითხულთა 32.3% აცხადებს, რომ "კატეგორიულად წინააღმდეგია", ხოლო 27.4% - "უფრო წინააღმდეგია".

ამავდროულად, რესპონდენტთა 35.4% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ შორის 8.4% აცხადებს "კატეგორიულად დიახ", ხოლო 26.9% - "უფრო დიახ". 

5%-ს საკუთარი პოზიცია არ გააჩნია.

უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერა შედარებით მაღალია პოლონეთის მმართველი კოალიციის პარტიების მხარდამჭერებს შორის: "სამოქალაქო პლატფორმის“, "მემარცხენეების", "პოლონეთის სახალხო პარტიისა" და "პოლონეთი 2050-ის" მომხრეების 64% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 32% წინააღმდეგია.

საპირისპირო სურათია ოპოზიციურ ამომრჩეველში: "კანონი და სამართლიანობის", "თავისუფლება და დამოუკიდებლობის", "პოლონეთის გვირგვინის კონფედერაციისა" და პარტია "ერთად" მხარდამჭერებს შორის უკრაინის გაწევრიანებას მხოლოდ 24% უჭერს მხარს, 73% კი წინააღმდეგია.

ეროვნული მასშტაბის კვლევა IBRiS-მა, სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით, 2026 წლის 12-13 ივნისს ჩაატარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×