რეზონანსი
26.06.2026

მთავრობის ცვლილების მიუხედავად დიდი ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო პოლიტიკა, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერა და ევროკავშირთან კავშირების აღდგენის მცდელობები, უცვლელი დარჩება მას შემდეგ რაც ახალი პრემიერ-მინისტრი დაიკავებს პოზიციას.

„აბსოლუტურად არანაირი კითხვა არაა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე... ცვალებადი მთავრობების ფონზე უკრაინის ერთგულები დავრჩით და ეს გაგრძელდება. სრულიად ცხადად ვთქვით, რომ გლობალურ საზოგადოებასთან ხელახლა დაკავშირება, ევროპული გადატვირთვა, ეს ყველაფერი გაგრძელდება“, - განაცხადა ლემიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×