რეზონანსი
27.06.2026

მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მიერ შერჩეულმა ექიმმა ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი შეხვედრისა და რეაგირების შეთავაზებაზე განაცხადა, რომ ორშაბათს საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა. ამის შესახებ „იმედინიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს. აქვე განმარტეს, რომ მსჯავრდებულის მიერ შერჩეულ ექიმს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა.

„მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულის მოთხოვნით შერჩეულმა ექიმმა ელენე ხოშტარია მოინახულა და მოგვიანებით მედიასთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა აღნიშნულ ექიმს.

მას შესთავაზეს გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრა, რათა დეტალურად განეხილათ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო სამედიცინო რეკომენდაციები. შეთავაზება ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირებას, თუმცა ექიმმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათ საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა“, - განუცხადეს „იმედინიუსს“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×