რეზონანსი
27.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს აკრიტიკებს, რომელმაც საიდუმლო ინფორმაციის უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი აღიარა.

როგორც დონალდ ტრამპი წერს, ჯონ ბოლტონი სულელი, გაუწონასწორებელი და არაკვალიფიციური ადამიანია.

„ჯონ ბოლტონი ძალიან სულელი, გაუწონასწორებელი და არაკვალიფიციური ყოფილი წარმომადგენელია, სწორედ ახლა აღიარებს დანაშაულს. საშინელი, შეშლილი ადამიანია, რომელსაც მხოლოდ პრობლემებისა და ომების გაჩაღება სურდა, სადაც კი მიდიოდა, სიკვდილსა და განადგურებას თესავდა. იმედია, მკაცრად მოეპყრობიან“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა ბრალი აღიარა გასაიდუმლოებული ინფორმაციის უკანონოდ შენახვის საქმეზე.

გამოძიების ცნობით, ჯონ ბოლტონი საკუთარი წიგნისთვის მასალის მოსაგროვებლად აკეთებდა ჩანაწერებს, რომლებშიც საიდუმლო ინფორმაციაზე იყო საუბარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×