რეზონანსი
27.06.2026

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.

პოლონური მედიის ინფორმაციით, დაკავებული 36 წლის უკრაინის მოქალაქეა, რომელმაც ერთ-ერთ ონლაინ-პლატფორმაზე პოლონეთის პრეზიდენტის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებები გაავრცელა.

„მასალების გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ გამომძიებლებმა დაუყოვნებლივ დაადგინეს ამ პირის ვინაობა და ადგილსამყოფელი. გამომძიებლებმა დააკავეს 36 წლის მამაკაცი, რომელიც ონლაინ, საჯაროდ დაემუქრა პოლონეთის პრეზიდენტს“,– განაცხადა საქალაქო პოლიციის წარმომადგენმა, ანნა ბარანმა.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, ბრალი წარედგინება პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური ორგანოს შეურაცხყოფისთვის, რაც პრეზიდენტის მიმართ გავრცელებულ მუქარას უკავშირდება. აღნიშნული ქმედება პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით ისჯება და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×