რეზონანსი
27.06.2026

ელენე ხოშტარიას ორშაბათს ციხეში მისი მკურნალი ექიმი, მაკა იოსელიანი მოინახულებს - ამის შესახებ მისი ექიმის და ანი ქავთარაძის პენიტენციური სამსახურის დირექტორთან, გიორგი პატარიძესთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. 

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ანი ქავთარაძემ მედიასთან განაცხადა, ორშაბათს, ექიმის მიერ ხოშტარიას მონახულების შემდეგ, დამატებითი შეხვედრა გაიმართება პენიტენციურში და ამის შემდეგ გადაწყდება, გადაიყვანენ თუ არა "დროას" ლიდერს კვლევებზე სამოქალაქო კლინიკაში. 

"შეხვედრაზე იყო ძალიან დეტალური განხილვა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან, ძალიან დეტალური, მრავლისმომცველი, სადაც ჩვენ მას წარვიდგინეთ არაერთი არგუმენტი და ჩვენთვის ობიექტური მოცემულობა, მათ შორის, ელენეს წარსული ისტორია, ანამნეზი, 2024 წლის მისი თურქეთში ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, გავიარეთ ეს თითოეული დეტალი და საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ორშაბათს დილით, ქალბატონი მაკა კვლავ მოინახულებს ელენეს ციხეში და შემდგომ, 14:00 საათზე, აქვე [პენიტენციურ სამსახურში] შედგება უფრო გაფართოებული შეხვედრა, მათი მხრიდან წარმომადგენლები იქნებიან, სადაც ჩვენ მოვიტანთ დოკუმენტაციას აუცილებლად.

მე იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაზე ჩამოყალიბდება აზრი, ამ შენობაში, მის ადეკვატურ მკურნალობასთან დაკავშირებით". - განაცხადა ქავთარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×