რეზონანსი
28.06.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე მონიტორინგისა და სათვალთვალო ობიექტებზე აშშ-ის საჰაერო დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ თავდასხმები ომის დასრულების მიზნით მიღწეული დროებითი შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევაა, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, თავდასხმები დღეს გამთენიისას განხორციელდა და წარმოადგენს როგორც გაეროს ქარტიის, ასევე 18 ივნისის მემორანდუმის პირველი პუნქტის დარღვევას.

„ეს სასტიკი თავდასხმები აჩვენებს, რომ აშშ უმნიშვნელო ღირებულებას ან სანდოობასაც კი არ ანიჭებს თავის ვალდებულებებს და დაპირებების დარღვევა მისი ბუნების ნაწილია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თეირანის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე მონიტორინგისა და სათვალთვალო ობიექტები იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×