რეზონანსი
28.06.2026

ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიწვევით, უწყებაში იმყოფებოდა და სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარიძის განმარტებით, მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, ექიმი ციხეში ორშაბათს კიდევ ერთხელ მოინახულებს, რის შემდეგაც, მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგმება.

ექიმი ამბობს, რომ იყო ხანგრძლივი საუბარი და მომდევნო შეხვედრაზე უკვე დეტალები დაზუსტდება. მანამდე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ მას შემდეგ რაც ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტი მწვავე ტკივილების გამო ვერ გასინჯა, მედიკოსს უწყებაში დაუყოვნებლივ მისვლა და შეხვედრა რამდენჯერმე შესთავაზეს, თუმცა დროის უქონლობის გამო ის შეხვედრის ჩატარებას ორშაბათს ითხოვდა. პენიტენციური სამსახურის ბოლო განცხადების შემდეგ კი შეხვედრას დათანხმდა და უწყებაში მივიდა.

"დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დავიგეგმეთ, რომ ორშაბათს ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდგომ უკვე დაიგეგმება ტაქტიკა მკურნალობის, დამატებითი კვლევების და სხვა თანმდევი პროცედურების", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×