რეზონანსი
28.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და შესაძლოა, შეერთებული შტატები იძულებული გახდეს სამხედრო გზით დაასრულოს საქმე, „რომელიც წარმატებით დაიწყეს“.

„შეერთებული შტატების თვითმფრინავებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის გამო კვლავ დაბომბეს ირანის რაკეტებისა და დრონების შესანახი ობიექტები, ასევე სანაპირო რადარები! შესაძლებელია, მათ შეიძლება ვერასდროს ისწავლონ ჭკუა! შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ვეღარ შევძლებთ გონივრულად მოქცევას და იძულებული გავხდეთ, სამხედრო გზით დავასრულოთ საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ“, - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, სამი დღეა აშშ და ირანი ერთმანეთის ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ და ომის დასრულების მიზნით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×