
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ ლგბტქ მარშს ეხმაურება და აცხადებს: ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმით საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ.
„ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ ლგბტქ მარშს ეხმაურება და აცხადებს: ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს“.
უცნაურია, როდესაც დღეს ევროპაში ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, სოციალური პრობლემები წინა პლანზეა წამოსული, მოსახლეობა გაუსაძლის სიცხეს ებრძვის და უამრავი რეალური გამოწვევაა, ქალბატონი ურსულა და ზოგადად ევროპული ელიტა ლგბტ პრაიდით ამაყობენ.
გვინდა კი ისეთი ევროპა და მისი წევრობა, სადაც სრულყოფილი ინტეგრირება ლგბტ პრაიდზე და არა ოჯახურ ღირებულებებზე გადის?
რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს და ეს პრინციპი მნიშვნელოვანია, საბედნიეროდ საქართველოში უფლებების დაცვის კუთხით პრობლემა არ არსებობს და საქართველოს სახელმწიფო ყველას ერთნაირად იცავს. თუმცა, არ მინდა ისეთი გარემო, სადაც საზოგადოების სიამაყის მთავარ სიმბოლოდ ლგბტ პრაიდი იქცევა და არა ქვეყნის რეალური მიღწევები, კულტურა, მეცნიერება, განათლება, ეკონომიკური განვითარება თუ ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება.
სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმით საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ“ - წერს ჩიხელიძე.