რეზონანსი
28.06.2026

 ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

სადღობელაშვილის განცხადებით, „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიგა ფარულავამ, პროვოკაცია მოაწყო, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა მასა და დეპუტატებს შორის. ანალიტიკოსის თქმით, „არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა".

„აი ამ მომენტიდან დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება! მანამდე სხდომა ჩვეულ მაღალ ტონალობაში მიმდინარეობდა... ისმის კითხვა - ვინ არის მოძალადე? ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა ამ პირუტყვმა თუ ოცნების დეპუტატებმა? ვინ არ ითვალისწინებს საზოგადოებას - ეს არარაობა თუ სამთავრობო გუნდი? იპროვოკატორა, წამოიწყო ხელჩართული ჩხუბი, გაილახა და ახლა წუწუნებს! არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა!", - წერს სადღობელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×