რეზონანსი
29.06.2026

გიორგი გამსახურდია, ეროვნული მოძრაობის დროს მის სახლში მომხდარ ისტორიას იხსენებს, როდესაც ავეჯის რესტავრატორმა, ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლას და პარტიის შექმნას აპირებდა.

როგორც გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, ეს ისტორია ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტიის დაფუძნებამ გაახსენა, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ავეჯის რესტავრატორი პატიოსანი ადამიანი იყო, ყიფიანი კი - “გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი.”

“ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩვენს სახლში მოღვაწეობდა კაცი, რომელიც კოწიას ნაქონ ავეჯს რესტავრაციას უკეთებდა. ჟარგონულად, ე.წ "აბოიშჩიკი”.

როდესაც მორჩა ეს კაცი საქმეს, ზვიადს თხოვა, ბატონო ზვიად, თქვენთან საქმე და სასაუბრო მაქვსო. რა თქმა უნდა, ზვიადმა თანხმობა განუცხადა და საუბარიც შედგა. საუბრის შინაარსი იყო რომ ამ კაცმა უთხრა ზვიადს, პოლიტიკაში უნდა წავიდე და პარტია უნდა შევქმნაო. ზვიადმა, წარმატება უსურვა და იმ კაცმაც გააკეთა პარტია.

ეს ამ ვიქტორა ყიფიანზე გამახსენდა,ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ, გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი. კიდევ რაღაც, არ დავწერ, უფლებებს ლახავსო იტყვიან,” - წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×