რეზონანსი
29.06.2026

ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს მისი ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, - განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინში გამართულ შეხვედრაზე.

ლუკაშენკოს ვიზიტი ჩინეთში მას შემდეგ შედგა, რაც მან გასულ კვირას მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართა.

Reuters-ი წერს, რომ შეხვედრას წინ უძღოდა მზარდი დაძაბულობა ბელარუსსა და უკრაინას შორის. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი ცდილობს, აიძულოს ლუკაშენკო, გაზარდოს მხარდაჭერა რუსეთისთვის უკრაინის ომში.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთმა და ბელარუსმა „უნდა შეინარჩუნონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტ წინსვლას მაღალ დონეზე და უკეთესი სარგებელი მოუტანონ ორივე ქვეყნის ხალხს“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ჩინეთი მზად არის, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, კვლავაც გაუწიოს დახმარება ბელარუსს განვითარებასა და მშენებლობაში, აღნიშნა სი ძინპინმა. ბელარუსის პრეზიდენტის Telegram-არხზე კი აღინიშნა, რომ ჩინეთ-ბელარუსის ურთიერთობები „ისტორიულ პიკზეა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×