რეზონანსი
29.06.2026

ანექსირებული ყირიმის ნაცვლად რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირი რუს ტურისტებს ოკუპირებულ აფხაზეთში დასვენებას სთავაზობს

ყირიმში წელს ტურისტული სეზონი ჩავარდა, რაც უკრაინის ყოველდღიურმა თავდასხმებმა გამოიწვია რუსების ინფრასტრუქტურაზე. ანექსირებული ნახევარკუნძულის ე.წ. ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დააწესა ელექტროენერგიის გრაფიკი, აამოქმედა საწვავის გაყიდვაზე ლიმიტები და აკრძალა საბავშვო ბანაკებისა და გამაჯანსაღებელი ცენტრების მუშაობა

რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირი ტურისტებს სანაცვლოდ, ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ანაპის, კალინინგრადის ოლქის კურორტებსა და კასპიის ზღვის სანაპიროს მონახულებას სთავაზობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×