რეზონანსი
29.06.2026

არანორმალურია, რომ ახლა აქ ვდგავარ და იმ ადამიანის კლინიკაში გადაყვანას ვითხოვ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სერყელია, - ამის შესახებ კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე საუბრობს, რომელიც პენიტენციურ სამსახურთან აქციაზე იმოფება. 

ღოღობერიძის თქმით, აბსურდულია, რომ საზოგადოებას უწევს ხელისუფლებისგან ისეთი გადაწყვეტილების მოთხოვნა, როგორიც მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. მისი შეფასებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები აღარ არის სათანადოდ დაცული.

"სათქმელი ის მაქვს, რომ როგორმე გავხადოთ ეს ქვეყანა მართლა ნორმალური, თანამედროვე, დემოკრატიული, ევროპული ორიენტაციის ქვეყანა და მაშინ ყველაფერი დალაგდება. ეს არანორმალურია, რომ ახლა აქ ვდგავარ იმიტომ, რომ ადამიანის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შერყეულია, რომ მოვითხოვოთ, რომ ის გადაიყვანონ კლინიკაში. ისეთი აბსურდია, რომ ამაზე დღეს ლაპარაკი გვიწევს, რომ არც კი იცი რა თქვა, რაზე უნდა ვილაპარაკო. არ მჯერა, რომ ახლა ყველას არ უნდა აქ მოსვლა და აქ დგომა იმისთვის, რომ ეს მართლა შეუძლებელი გახდეს, ასეთი რამეები, ამ ქვეყნად. 25 წლის წინ მართლა გვჯეროდა, რომ უკვე გავედით სამშვიდობოს, რომ უკვე მართლა ვართ თანამედროვე ევროპული ქვეყანა, მართლა დემოკრატიული, რომ ადამიანის უფლებები დაცულია და ელენე, რომელიც არის მართლა გამორჩეული ადამიანია თავისი თვისებებით. აი, თუნდაც იმით, როგორ არ ცდილობს თავისი ეგოს წარმოჩენას და წინა პლანზე წამოწევას. ესეც საოცრებაა, არაფერი არ მახსოვს ასეთი. მარტო ქალის პატმრობა კი არა, საერთოდ, ასეთი ძალადობა ადამიანზე, ასეთი დარღვევა ადამიანის უფლებების, იმის გამო, რომ არ ეთანხმები ხელისუფლებას, ამის გამო ადამიანებს სჯიან, ეს არ ყოფილა საქართველოში, - ამბობს ლანა ღოღობერიძე. 

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×