რეზონანსი
29.06.2026

ენმ-ის წევრს, ზვიად კუპრავას, 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

ნაციონალური მოძრაობიდან თბილისის საკრებულოს წევრი ზვიად კუპრავა 2025 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს.

 "გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა

და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ. აღნიშნული მოწოდების დანაშაულებრივი ბუნების შესანიღბად, მან შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, მან არჩევნები რუსულ

სპეცოპერაციად, საარჩევნო უბანი სპეცოპერაციის პუნქტად მოიხსენია, სახელმწიფო ხელისუფლება მოიხსენია ივანიშვილად. კუპრავამ დაკავებისას ჩვენს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა, შესაბამისად ზვიად კუპრავამ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 353-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნო მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს"-  განაცხადეს სუს-ში კუპრავას დაკავებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×