რეზონანსი
29.06.2026

არც ქილიკი მაკვირვებს და არც დუმილი, ეს არის აბსურდის და ორმაგი სტანდარტის კლასიკური გამოხატულება. ჩვენ ხან პრო ირანულს გვეძახიან, ხან პრო ჩინურს, ხან სხვა რამე გაახსენდებათ და იმას გვეძახიან. სინამდვილეში ამ გარე დავალებების გამცემებმაც და შიდა რადიკალებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველი ხალხის ინტერესების გამტარი ხელისუფლება და ჩვენი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს ქართველი ხალხის ინტერესებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა.

„როდესაც ვხედავთ ამ ზემოთ ხსენებულ ქვეყნებთან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები აწყობენ შეხვედრებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს რიტორიკა სადღაც იკარგება. ეს არის ფარსი და სიყალბე. ჩვენ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ორიენტირებულია ქართველ ხალხსა და მის ინტერესებზე.

ყველა თავმოყვარე ქვეყანა ზრუნავს საკუთარი ხალხის ინტერესებზე და შესაბამისად შეხვედრებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, მითუმეტეს რეგიონის და მეზობლების წარმომადგენლებთან. შესაბამისად ვერანაირ მიზეზს ვერ დაასახელებენ, რის გამოც არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა საქართველოს ირანთან. ოპოზიციის აღქმებში შეიძლება რაღაც მიზეზი იყოს, მაგრამ ფაქტს ვერ დაასახელებენ და რიცხვს ვერ დაასახელებენ, ამიტომ ისვრიან აბსტრაქტულ ფრაზებს“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×