რეზონანსი
29.06.2026

პოდკასტში „ვიკასთან“ ტელეჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობს დის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. მისი და, ირმა გაფრინდაშვილი ჭიათურაში ავტოავარიას შეეწირა. 

"როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა, მანამდე რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრეთ. სახლში ბრუნდებოდა და შვილისთვის მოჰქონდა რაღაცები. სანდრო ელოდებოდა სახლში. ეს ხდებოდა სახლიდან რამდენიმე მეტრში… 

არ გვიპასუხა… ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ეს ტრაგედია დატრიალდა. ჭიათურაში მოხდა ეს ამბავი. 

როდესც ჩავედი და გავარკვიეთ, რა მოხდა, ჩემმა მშობლებმა უკიდურესი დიდსულოვნება გამოიჩინეს, საჩივარი არ შეიტანეს და ამ ბიჭის დასჯა არ მოუთხოვიათ. ის იყო ნასვამი და არ ჰქონდა მართვის უფლება. ის ადგილზე დააკავეს, რადგან ჩემი და ადგილზე გარდაიცვალა. მიშველეთ ვერც დაიძახა. სამოცამდე დაზიანება აქვს მიყენებული. ჩვენ რომც მოვითხოვოთ, არ გამოუშვებენ, მაგრამ ჩემს მშობლებს არ მოუთხოვიათ მისი იმპერატიულად დასჯა. ის იცნობდა ირმა სძალიან კარგად… 

ის იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ელოდება სასჯელს. სადაც უნდა იყოს, ვწუხვარ, მაგრამ იმ ადამიანმა, ვინც საჭესთან იჯდა, მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ეს ტვირთი. ირმამ ნახა, რომ ეს ადამიანი ნასვამი იყო და არ ჩაუჯდა მანქანაში. შემდეგ წუთნახევარში მეგობარს უთხრა, მთვრალი როგორ გავუშვა მარტოო და ჩაუჯდა… რამე რომ დაემართოს, ჩემს თავს ვერ ვაპატიებო. 30 წამში ისეთი მანევრი შეასრულა, რომ ირმა ადგილზე გარდაიცვალა…“ 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×