რეზონანსი
29.06.2026

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, პროცესი არ სრულდება და წინ ახალი იდეები, ინიციატივები და პროექტებია:

"ჩვენმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ქართულ პოლიტიკაში ქართველი ახალგაზრდების ხმა ნამდვილად ისმის. ჩვენ მოვისმინეთ მათი იდეები, ინიციატივები და დავუკვირდით, რომ აუცილებლად გადავა მათი ხედვები სამუშაო რეჟიმში. დღეს ჩვენს კონფერენციებს ვაჯამებთ, თუმცა ამით არ სრულდება ის პროცესი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ. წინ ახალი იდეები, ინიციატივები და ახალ-ახალი პროექტებია," - აცხადებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი თეკლა თიკანაშვილი.

დასკვნით შეხვედრაზეც ფორმატი უცვლელია. რეგიონული კონფერენციების მიზანი, ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდაა. შეკრებები აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×