რეზონანსი
29.06.2026

 საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო იმ ევროკავშირისკენ უნდა მიდიოდეს, რომელზეც ევროპა აშენდა.

„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა - მათ ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×