
ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ყოფილი მოსწავლის, 20 წლის ათუკა გეწაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა საფრანგეთში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მძიმე სენი სახელდება.
„გლოვობს ჩვენი სკოლა. საფრანგეთში მე-2 საჯარო სკოლის აღზრდილი, 20 წლის ათუკა გეწაძე გარდაიცვალა.
ძნელია მასზე წარსულში საუბარი, სულით მაღალსა და ხორცით ძლიერ ვაჟკაცს მოერია ურთულესი სენი, მარადიულ სასუფეველში გადაინაცვლა, ღმერთთან ყოფნა ურჩევნოდა, ის ხომ სიყვარულის ბიჭი იყო, თბილი, გულში ჩამწვდომი საუბარი იცოდა, დინჯად, სერიოზულად დადიოდა საუკუნო აწი სკოლის კედლებში. ალბათ, ზეცას კიდევ სურდა ანგელოზი დღეს მიწიდან?! ჰოდა, მივიდა ის ანგელოზი, რომელსაც ათუკა ერქვა, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებთ.
ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი, მოსწავლეები და მშობლები დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც ამ მზისგულა ვაჟკაცს იცნობდა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მეგა ტვ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე