რეზონანსი
30.06.2026

მომღერალ ლევან კბილაშვილის და სალომე კბილაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან“ გარდაცვლილ ძმას იხსენებს:

„ლევანიკოს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან, ხშირად სტუმრობდა ხოლმე საპატრიარქოში. პატრიარქს ძალიან უყვარდა ლევანიკოს „დაიგვიანეს“ და ლევანიც ხშირად ასრულებდა მასთან. მოსკოვში რომ მიდიოდა, ლევანს უთხრა, შენ ამ კონკურსში გაიმარჯვებო და ჯვარი უჩუქებია, რომელიც ჩემს ძმას არასდროს მოუხსნია. 

დედაჩმთან ახლა დეიდაჩემი ცხოვრობს, მაგრამ მაინც ძალიან უჭირს. ჯერ ლევანიკოს ამბავი როგორი გასაძლებია, მერე მამა იყო ძალიან დიდი დასაყრდენი დედასთვის. კერძო სახლი გვაქვს და ერთად ფუსფუსებდნენ. მამა და დედა ერთად აკეთებდნენ ყველაფერს, ერთად დადიოდნენ საფლავზე და ძალიან მძიმედ იმოქმედა მამის გარდაცვალებამ, მაგრამ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, რადგან ჩვენც გვჭირდება დედა. ლევანი ჯერ ჩვენთვის რამხელა ტკივილია და მერე დედისთვის, ხომ წარმოგიდგენიათ", - აღნიშნა სალომე კბილაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×