რეზონანსი
30.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაბადებისთანავე მინიჭებულ მოქალაქეობის საკითხზე სასამართლო წააგო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მცდელობების წინააღმდეგ მისცა ხმა, გააუქმოს დაბადებისთანავე მინიჭებული მოქალაქეობა, რომელიც საუკუნეზე მეტია რაც არსებობს, შესაბამისად, ბათილად ცნო აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც მისი დღის წესრიგის საკვანძო კომპონენტი იყო.

კერძოდ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 6-3 ხმათა თანაფარდობით მიღებული გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება ბათილად ცნო და ძალაში დატოვა დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების საუკუნოვანი პრინციპი.

CNN-ის თანახმად, ეს აშშ-ის პრეზიდენტის დიდი მარცხია, რომლის წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი "სამშობიარო ტურიზმის" დასრულება, არალეგალური და ლეგალური მიგრაციის შემცირება იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ტოვებს ინტერპრეტაციას, რომ ყველა, ვინც შეერთებულ შტატებშია დაბადებული, აშშ-ის მოქალაქეა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ბავშვის მშობლები მოქალაქეები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×