
კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა - ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. შემთხვევა კასპში მეოთხე სკოლასთან მოხდა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საგანგებო მიმართვას ავრცელებს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ "ვსა"-ს U18 გუნდის ნიჭიერი კალათბურთელის, შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ვსა-ს სახელით თანაგრძნობას ვუცხადებთ შაკოს ოჯახს, მეგობრებს, გუნდელებს, მწვრთნელებსა და მის გულშემატკივრებს ამ უმძიმეს წუთებში. შაკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები“, - წერია სამძიმრის წერილში.
