
კასპში მომხდარ ავარიას მეთორმეტეკლასელი, კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, მანქანა ბოძს შეეჯახა, რომელშიც ახალგაზრდა და მისი მეგობარი იმყოფებოდნენ. ავარია კასპში, მეოთხე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც შაკო კავთიაშვილის მასწავლებელი წერს, მან ბოლო გამოცდა ისტორიაში გუშინ ჩააბარა.
"ჩვენო ოქროს ბიჭო მოსწავლის დაკარგვის ტკივილი, არც ერთმა მასწავლებელმა არ უნდა გამოცადოს... გუშინ, ბოლო გამოცდა ჩააბარა ისტორიაში და გადავიდა მეთორმეტე კლასში... ძალიან მწარე, ტკივილიანი სასწავლო წლის დასასრული... სულის კივილი, ეს გვჭირს ახლა...“ - წერს ნინო ნიპარიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე