რეზონანსი
01.07.2026

რატომ ჩაანაცვლა სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავათი და რატომ ცვლის ბოკუჩავას? როგორც პატიმარმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში განმარტა, ის „ნაცმოძრაობისთვის“ ე.წ. „სვეცკი ბაბლის“ მხარდაჭერის მიზიდვას ცდილობდა, თუმცა, სააკაშვილის თქმით, თავმჯდომარეების ცვლილებამ შედეგი ვერ მოიტანა.

„რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს. მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი ბაბლი“ დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ, ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივ ადამიანის ენით საუბარს, ხან რას, ხან - რას.

ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს“, - აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ ივლისში, მას შემდეგ, რაც ბოკუჩავას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, „ყველა ვარიანტში სხვა უნდა აგვერჩია“, - ამბობს პატიმარი სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×