რეზონანსი
01.07.2026

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ბაია პა­ტა­რა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გო­ნა მოკ­ლეს. რო­გორც პა­ტა­რა­ია წერს, თავ­და­პირ­ვე­ლად მას და­უ­კავ­შირ­და რუსი ინფლუ­ენ­სე­რი ქალი, რო­მელ­მაც გო­გო­ნას შე­სა­ხებ მო­უყ­ვა და სწო­რედ ამის შემ­დეგ მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუსი ინფლუ­ენ­სე­რი და­მი­კავ­შირ­და "ინ­სტაგ­რამ­ზე" და მთხო­ვა გა­მერ­კვია და მერე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მეც­ნო­ბე­ბი­ნა შემ­ზა­რა­ვი ფე­მი­ცი­დის შე­სა­ხებ. ამ­ბა­ვი ასე­თია: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ერთი ახალ­გაზ­რდა, ლა­მა­ზი, ობო­ლი გოგო შეყ­ვა­რე­ბულ­მა გა­მო­ი­ტყუა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ცხოვ­როთ და ვი­მუ­შა­ოთ ერ­თა­დო. მა­ნამ­დე ეს გოგო სხვა­ზე და­ნიშ­ნეს ნა­თე­სა­ვებ­მა, რო­მელ­მაც ამ გო­გოს­გან ვალი აიღო და აღარ და­უბ­რუნ­და.

მოკ­ლედ, ასე სიყ­ვა­რულს და ახალ ცხოვ­რე­ბას მინ­დო­ბი­ლი ჩა­მო­ვი­და. შე­პი­რე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი არ გა­მო­ვი­და, რო­გორც კი ფული გა­მო­ე­ლი­ათ და ამ გო­გოს აი­ფო­ნი და­ა­ლომ­ბარ­და შეყ­ვა­რე­ბულ­მა ბიჭ­მა, მა­ნამ­დე მაგ­რად სცე­მა ეს გოგო, და­აგ­დო ქუ­ჩა­ში და მარ­ტო დაბ­რუ­დნ­ა აზერ­ბა­ი­ჯან­ში. ნა­ცე­მი და უცხო ქვე­ყა­ნა­ში უყ­ვე­ლაფ­როდ და­ტო­ვე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გოგო ერ­თმა კე­თილ­მა სო­მეხ­მა ქალ­მა შე­ი­ფა­რა, თა­ვი­სი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი და­ქა­ლიც მო­უყ­ვა­ნა კარ­გად სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ და ნა­თე­სა­ვებ­თან და­ა­რეკ­ი­ნა. ჩა­მო­ვი­და ახალ­გაზ­რდა კაცი, ბი­ნას ვუ­ქი­რა­ვე­ბო და რამ­დე­ნი­მე თვე­ში უკან გა­ვაბ­რუ­ნებ აზერ­ბა­ი­ჯან­ში, როცა სი­ტუ­ა­ცია და­წყნარ­დე­ბაო და წა­იყ­ვა­ნა ეს გოგო. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რად იყო, მაგ­რამ ეს გოგო მა­ლე­ვე გაქ­რა.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან უმ­ცროს­მა დამ ძებ­ნა რომ და­უ­წყო, ამ სო­მეხ ქალს და­უ­რე­კა, მე­ო­რეა დღეა ვერ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი და იქ­ნებ ბი­ნა­ში მი­ა­კი­თხოო. მი­ვი­და ეს სო­მე­ხი ქალი, კარი არა­ვინ გა­უ­ღო, მე­ზობ­ლებ­ში გა­არ­კვია, რომ დიდი ჩხუ­ბის ხმა ის­მო­და წინა ღა­მეს (ცხა­დია, პო­ლი­ცი­ას არა­ვინ გა­მო­უ­ძა­ხა. ეს ჯერ ვერ ვის­წავ­ლეთ ამ ქვე­ყა­ნა­ში). და­რე­კა ამ სო­მეხ­მა ქალ­მა პო­ლი­ცი­ა­ში, პო­ლი­ცი­ამ შე­ამ­ტვრია კარი და მოკ­ლუ­ლი გოგო იპო­ვა ბი­ნა­ში. მკვლე­ლი თურ­ქეთ­ში გა­იქ­ცა. გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა. დღეს დი­ლას "სა­ფარ­მა" პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა, გაგ­ზავ­ნა ორ­დე­რი და მო­ი­თხო­ვა საქ­მე­ში ჩარ­თვა.

ახლა პრო­კუ­რო­რის გა­და­სა­წყვე­ტია, მოგ­ვცე­მენ თუ არა უფ­ლე­ბას ვი­ყოთ ამ საქ­მე­ში იუ­რის­ტე­ბად, რად­გან მოკ­ლუ­ლის ერ­თა­დერ­თი ოჯა­ხის წევ­რი აზერ­ბა­ი­ჯან­შია და ჯერ ის უნდა იქ­ნეს აღი­ა­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ. რუსი ინფლუ­ენ­სე­რი ქალი, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ქმა­რი ჰყავს ღე­ლავს, რომ მკვლე­ლი და­უს­ჯე­ლი დარ­ჩე­ბა, ფე­მი­ცი­დის ეს სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი კი - შე­უმ­ჩნე­ვე­ლი, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯან­ში ის უკვე „ღირ­სე­ბის და­ნა­შა­უ­ლად“ მი­იჩ­ნი­ეს. ანუ ნა­თე­სა­ვე­ბი გო­გოს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერ­ში და მკვლელს „ღირ­სე­ბის აღ­დგე­ნის“ მო­ტი­ვით ამარ­თლე­ბენ" - წერს პა­ტა­რა­ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×