რეზონანსი
01.07.2026

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ უზბეკეთს საქართველო სჭირდება მსხვილ ბაზარზე ოპერირებისთვის. 

„რამოდენიმე ქართული მსხვილი კომპანია უკვე ოპერირებს უზბეკურ ბაზარზე. მათ სჭირდებათ საქართველო იმისთვის, რომ საკუთარი პროდუქტები გაიტანონ ევროპულ ბაზარზე და გლობალურ ბაზარზე. ჩვენთვის ამ შემთხვევაში ხელსაყრელი არის სწორედ ის, რასაც ვთავაზობთ, რომ მასალები, რაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელადაა საჭირო, შეიძლება გადმოიტანონ (უზბეკეთიდან) საქართველოში და აქ დამზადდეს, შეიქმნას დამატებითი ღირებულება“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.

თბილისი, საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას უზბეკეთის მხრიდან 70-მდე კომპანია ესწრება მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ფარმაციისა და სხვა სექტორებიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×