
ძალიან მალე დაგვანახებს, რომ ფორმაშია, რომელსაც შეუძლია რაღაც ახლის შექმნა თავიდან, - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი საუბრობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიაში „რადიკალური რევოლუციური ცვლილებებისთვის“ მზად არის და პოლიტიკურ პროცესში ისე ჩაერთვება, რომ, მისი შეფასებით, მთავარი პოლიტიკური დაპირისპირება „ბიძინა ივანიშვილი VS მიხეილ სააკაშვილი“ იქნება.
„ძალიან ვარ ამაში დარწმუნებული, რომ მიშას შემართება და მიშას ის გადაწყვეტილება, რაც აქვს მას და ის მიშა, რომელსაც მე ვხედავ და რომელსაც მალე საზოგადოება დაინახავს, სრული მზაობით, რომ მოახდინოს რადიკალური რევოლუციური ცვლილებები საკუთარ პარტიაში, თავიდან შექმნას ახალი. მოკლედ, მიშა ძალიან მალე დაგვანახებს, რომ ფორმაშია, რომელსაც შეუძლია რაღაც ახლის შექმნა თავიდან.
რაც შეეხება პოლიტიკურ ველს, მე საკითხს ასე ვუყურებ - ეს არის ბიძინაVS მიშა. სხვა არაფერმა იმუშავა. ისევე, როგორც არ იმუშავა ჰალსტუხიანმა პოლიტიკოსებმა, ყველაფრის მცოდნეებმა, ისევე, როგორც არ იმუშავა სხვა არანაირმა განლაგებამ. და, 2028-მდე, მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი იქნება საინტერესო, იმიტომ, რომ მიშა შემოვა თამაშში და ისე შემოვა თამაშში, რომ ახლა ეს ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ დადგება. პოლიტიკის კეთება არ არის ბაბლში ჩაკეტვა და ყველაფრის დაჯერება, რასაც ჩვენზე ამბობენ. ჩემთვის არსებობს საქმის კეთება და მე ამდენი ხანია, ამდენი წელია ვაკეთებ საქმეს, რომელიც თავიდან ბოლომდე გადის ადამიანებზე, მათ გადარჩენაზე, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად და ნებისმიერი კუთვნილების მიუხედავად, რაც მათ გააჩნიათ - რელიგიური, ეთნიკური და მათ შორის სექსუალური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ 5+1-ის გაცხადების შემდეგაც ამაზე ხაზგასმა უკვე საჭირო გახდა“, - ამბობს ჟორჟოლიანი.
„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური განახლებისთვის ემზადება. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, პარტიის ლიდერების ნაწილმა გუშინ ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც პარტიის მართვაში რიგითი წევრების უფრო აქტიურ მონაწილეობასა და შიდა დემოკრატიის გაძლიერებას ითვალისწინებს. თუმცა, პრეზენტაციას არ დაესწრო პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. მისი არყოფნა მაშინვე გახდა პოლიტიკური განხილვის საგანი. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის დანიშვნას ემხრობა.