რეზონანსი
01.07.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქმე, რომელიც მოქალაქე გიორგი შიოშვილის მხრიდან თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ეხება. ბრალდებული მოსამართლემ 2 000 ლარით დააჯარიმა, თავად შიოშვილი სხდომას არ დასწრებია.

გიორგი შიოშვილის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი საუბრობს.

„გიორგი შიოშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე, მე-16 პრიმა მუხლის საფუძველზე, ვინაიდან და რადგანაც, მან საჯარო სივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ქალბატონ თეა წულუკიანს. აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა შს სამინისტროს შესაბამისი სამმართველოს მიერ, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და საქმის მასალები განსჯადობის წესების დაცვით გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად“, - განაცხადა ნათია გიგლემიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×