რეზონანსი
01.07.2026

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ერ­თკვი­რი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პირი, რო­მელ­ზეც ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სა­უ­ბა­რი.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

“და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მათი ად­ვო­კა­ტე­ბი მუდ­მი­ვად საქ­მის კურ­სში არი­ან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ და იცი­ან, რას რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მი­მართ ჩნდე­ბა ეჭვი საქ­მე­ში, იცო­და თუ არა მან კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, და­მა­ლა, ხელი შე­უ­წყო, და­ეხ­მა­რა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ბოლო დღე­ებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზეც იგი­ვე შე­მიძ­ლია გი­თხრათ - ერთ-ერთ პირ­ზე იყო სა­უ­ბა­რი და ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლო­ბის მა­ღა­ლი დონე ამის ფონ­ზე იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა და ვერც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამა­ზე ვერ სა­უბ­რობ­და გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამ წუ­თებ­ში მე რო­გორც ვიცი და ჩემ­თვის რო­გორც ცნო­ბი­ლია, შე­იძ­ლე­ბა უკვე და­კა­ვე­ბუ­ლიც კი იყოს ის პირი, რო­მელ­ზეც იყო სა­უ­ბა­რი ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბით ყვე­ლა სი­ტყვას. და­ზა­რა­ლე­ბულს, ყვე­ლა­ზე მე­ტის თქმის უფ­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ ამა­ვე დროს ყვე­ლას ვთხოვთ, მათ შო­რის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­საც - არა მხო­ლოდ ამ საქ­მის და­ზა­რა­ლე­ბულს - რო­დე­საც საქ­მის კურ­სში ვართ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ამ მოქ­მე­დე­ბებს აქვს თა­ვი­სი ლო­გი­კა და ამ ლო­გი­კი­დან გა­დახ­ვე­ვა შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მა იყოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მოგ­რო­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც.

დღეს, მე რო­გორც ვიცი, ამ ერ­თკვი­რი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პირი, მაგ­რამ ეს თხოვ­ნა და გაფრ­თხი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა სხვა შემ­თხვე­ვებ­შიც გა­მოგ­ვად­გეს. ამი­ტომ, ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, ნუ და­ვას­წრებთ მოვ­ლე­ნებს. და­ვა­ცა­დოთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს იმ მოქ­მე­დე­ბე­ბის ლო­გი­კურ შე­დე­გე­ბამ­დე მი­ტა­ნა, რა მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გიც უნდა იყოს პი­რის ბრალ­დე­ბა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ უნდა იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი ემო­ცი­ურ ფონ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×