რეზონანსი
01.07.2026

„თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის სამშენებლო-სარემონტო სამსახური კრწანისის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილზე, გარე განათების ქსელის რეკონსტრუქციას ახორციელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს:

ძველი, ამორტიზებული გარე განათების საყრდენი ბოძებისა და სანათების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება;

არსებული საჰაერო ელექტროქსელის მიწისქვეშა კაბელებით შეცვლის სამუშაოები;

პროექტის დასრულების შემდეგ, გარდაბნის გზატკეცილზე ძველი სოდიუმის სანათები მთლიანად ჩანაცვლდება თანამედროვე, ენერგოეფექტური და მძლავრი LED სანათებით, ასევე, საჰაერო ქსელი სრულად გადავა მიწისქვეშა სისტემაში, რაც საგრძნობლად გაზრდის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს ვიზუალურ მხარეს.

ჯამში, დამონტაჟდება 100 ახალი ბოძი, 200 თანამედროვე სანათი და მოეწყობა 4-კილომეტრიანი ახალი მიწისქვეშა ქსელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×