რეზონანსი
01.07.2026

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ტვ პირველის“ ეთერში „ლელოს“ წევრის განცხადებას ეხმაურება.

საუბარია განცხადებაზე, რომელშიც „ლელოს“ წევრი „ქართული ოცნების“ დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებს.

როგორ ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, კარგი იქნებოდა თუ „ლელოს“ წევრები შეძლებენ და იმის ნახევარს მაინც გააკეთებენ საქართველოსთვის, რამდენიც თენგიზ შარმანაშვილმა შეძლო.

„ეს რამდენიმე წამიანი ვიდეო მკაფიოდ აღწერს აგენტურული რადიკალური პარტია „ლელოს“ ზნეობრივ უფსკრულს.

პარტიისთვის, რომელიც დავალებების მისაღებად ელჩებთან დარბის, რომელიც მჭიდრო კოალიციაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც წერილობით ეხვეწებოდა ბრიუსელს საქართველოს დასანქცირებას და რომლის თავმჯდომარეც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მილიარდ-ნახევარი დოლარის ჯიბეში ჩადებას გეგმავდა, რა თქმა უნდა, მორალური საზღვრები არ არსებობს.

ახალგაზრდა, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ასრულებს იმ აგენტურულ დავალებებს, რომლებსაც მის ხელმძღვანელობას გარე ძალები აძლევენ, ასეთი ბინძური ლექსიკით საუბრობს მამის ტოლა კაცზე - პატრიოტზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ საკითხში პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული; კაცზე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში; კაცზე, რომელიც ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი გახლდათ; და კაცზე, რომლის თანაგუნდელობაც ჩემთვის საამაყოა.

ბატონ თაზოს კი ვუსურვებ, რომ მთელი მისი აგენტურული პარტიის შემადგენლობას საქართველოსთვის იმის ნახევარი მაინც გაეკეთებინოს, რაც ბატონმა თენგიზმა უკვე მოახერხა“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×