რეზონანსი
01.07.2026

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს. ინფორმაციას ტვ პირველს დაკავებული გიორგი მალანიას ბიძა, კოტე მალანია უდასტურებს. ცნობილია, რომ მალანიას შვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული

"დამირეკა ჩემმა ძმამ გულგახეთქილმა, რომ დაიჭირეს ჩვენი ძმის შვილიშვილიო. არ მეგონა, თუ ამ დონემდე მივიდოდა საქმე. ჩემმა ძმამ დამირეკა, რომ დედამისის სოფელში, ლანჩუთში დააკავესო. ალბათ გუშინ დააკავეს. ბავშვი აბსოლუტურად უდანაშაულოა. ერთადერთი ზარის გამო შეიძლება ბავშვი ციხეში 15 წლით ჩაჯდეს? გამოკითხვაზე იყო ბევრჯერ აქამდე, დაკითხეს პროკურატურაში და არაფერი არ იყო, რაც მის წინააღმდეგ რაც ბრალეულობას დაადასტურებს" - ამბობს დაკავებული გიორგი მალანიას ბიძა ტვ პირველთან ინტერვიუში

მალანიას დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია პროკურატურას ამ დროისთვის არ გაუვრცელებია .

წყარო: ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×