რეზონანსი
01.07.2026

66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა.

გველესიანი ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო საქართველოს ბიზნესსა და დეველოპერულ სექტორში. მისი მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები -„თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი“, ასევე მთაწმინდის ფუნიკულიორის კომპლექსის რეაბილიტაცია.

სხვადასხვა წლებში ის საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ხოლო 2025 წლამდე „ექსპო ჯორჯიას“ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა. ბიზნესსაქმიანობის გარდა, კახა გველესიანი კულინარიისა და ღვინის ექსპერტადაც იყო ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×