რეზონანსი
01.07.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერია უწყების განცხადებში.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული პირი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი, გიორგი მალანიაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×