რეზონანსი
02.07.2026

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ნიკა ობოლაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ 4 ოქტომბერი თამარ ჩერგოლეიშვილის "არალეგიტიმურობის" პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო.

მისი განცხადებით, თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და შედეგად, ციხეში აღმოჩნდნენ, თავად ჩერგოლეიშვილი კი, აშშ-ის საელჩოში გამართულ საზეიმო მიღებაზე ლეგიტიმურ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მშვიდად უსმენდა. 

"თუ მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმურია, ხოლო სალომე ზურაბიშვილი - ლეგიტიმური პრეზიდენტია, მაშინ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის "გასაღების გადმობარების" მცდელობა არათუ ლოგიკური და სამართლებრივად სწორი, არამედ აუცილებელიც იყო.

ჩერგოლეიშვილის "არალეგიტიმურობის" პოლიტიკის ლოგიკური შედეგი იყო 4 ოქტომბერი. თანმიმდევრული ადამიანები ლოგიკას გაჰყვნენ და ციხეში აღმოჩნდნენ, ხოლო თავად ქალბატონი თამარი აშშ-ის საელჩოში ლეგიტიმური პრემიერის მიმართვის მშვიდი მსმენელი აღმოჩნდა," - წერს ობოლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×