
აიათოლა ხამენეის მასშტაბური დაკრძალვის ცერემონიალმა აშშ-ირანის ისედაც მყიფე სამშვიდობო მოლაპარაკება დროებით შეაჩერა, რაც ექსპერტების აზრით, 60-დღიანი ვადის გარდაუვალ გაგრძელებას გამოიწვევს.
თუმცა, სანამ თეირანი გლოვობს და ვაშინგტონი ელოდება, ახლო აღმოსავლეთის ახალ გეოპოლიტიკურ არქიტექტურას სირიის ახალი, პოსტ-ასადისეული მთავრობა ხაზავს: დამასკო უარს ამბობს „ჰეზბოლას" წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციაზე, რითაც ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინებს უპირისპირდება.
კატარელი და პაკისტანელი შუამავლების განცხადებით, ირანელ და ამერიკელ მომლაპარაკებლებს შორის მომავალი შეხვედრები „უახლოეს ვადებში" ჩაინიშნება - მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიალი დასრულდება.
აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა. მისი დაკრძალვის პროცესია 4 ივლისიდან 9 ივლისამდე გაგრძელდება.
ირანის მთავარმა მომლაპარაკებელმა ხუთშაბათს მოსახლეობას მოუწოდა, ხამენეის მკვლელობისთვის შური სამგლოვიარო ღონისძიებებზე მასობრივი გამოსვლით იძიონ. ირანის ხელისუფლების პროგნოზით, ცერემონიალს 15-დან 20 მილიონამდე ადამიანი და 30 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება.
ანალიტიკოსის პროგნოზით, აშშ-ირანის 60-დღიანი მოლაპარაკებების ვადა, სავარაუდოდ, გაგრძელდება აშშ-სა და ირანს შორის 17 ივნისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეებს ომის დასასრულებლად ფართომასშტაბიანი შეთანხმების მისაღწევად 60 დღეს აძლევდა, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გაიზარდება - განუცხადა ანალიტიკოსმა ტელეკომპანია CBS News-ს.
აქამდე მხარეებმა მხოლოდ ორჯერ გამართეს შეხვედრა - ერთხელ პირისპირ, მეორედ კი ირიბი არხების მეშვეობით. ამჟამად მოლაპარაკებების პროცესი სულ მცირე ერთი კვირით შეჩერებულია სწორედ იმოს გამო რომ ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ანალიტიკოსმა, ყოფილმა ვიცე-ადმირალმა და ამჟამად აკადემიურმა წრეთა წარმომადგენელმა რობერტ მურეტმა ხუთშაბათს CBS News-ს განუცხადა: „ბევრი ჩვენგანი ელის, რომ საწყისი 60-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მოლაპარაკებები კიდევ რამდენჯერმე გაგრძელდება".
ლიბანის საკითხი სირიის პირველი დიპლომატი ბეირუთში ვიზიტისას ლიბანის ლიდერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასად ალ-შაიბანიმ ხუთშაბათს ლიბანის პრეზიდენტს განუცხადა, რომ დამასკოს მის ქვეყანაში სამხედრო ჩარევის განზრახვა არ აქვს, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან არსებული ზეწოლისა. შაიბანი ბეირუთს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს, ნაბიჰ ბერის შეხვდა - ირანის მიერ მხარდაჭერილი და ლიბანში ბაზირებული დაჯგუფება „ჰეზბოლას" მოკავშირეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სირიას შეუძლია „თავად მიხედოს ჰეზბოლას", რითაც გააკრიტიკა ისრაელის სტრატეგია აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ დაჯგუფებასთან ომში.
თუმცა, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ინტერვენციას არ გეგმავს. მინდა გავფანტო ის გაუგებრობა, რომელიც ლიბანში სირიის შესაძლო სამხედრო ინტერვენციის შესახებ გავრცელებულმა ცნობებმა გამოიწვია. სირიას მსგავსი ნაბიჯის გადადგმის არანაირი განზრახვა არ აქვს", - განუცხადა შაიბანიმ აუნს, ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად.
ბერისთან შეხვედრის შემდეგ ალ-შაიბანიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალში „ჰეზბოლას" ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. სირიის ახალი მთავრობა, შარაას ხელმძღვანელობით, , რომელიც ქვეყნის ყოფილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის მოკავშირე იყო,„ჰეზბოლას" მიმართმტრულად არის განწყობილი, ახალმა ხელისუფლებამ უკვე დააანონსა დაჯგუფებასთან დაკავშირებული სავარაუდო წევრების დაკავება. თავად „ჰეზბოლა" სირიაში ყოველგვარ ყოფნას უარყოფს. 2024 წლის ბოლოდან „ჰეზბოლას" სირიის მომარაგების ყოფილი მარშრუტები გადაიკეტა, ხოლო დამასკოს ხელისუფლების განცხადებით, ლიბანში იარაღის კონტრაბანდის რამდენიმე მცდელობა უკვე აღიკვეთა