
მოქალაქე ნინო სინჯარაძე ფეისბუქზე დუშეთში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს. მისი თქმით, მამაკაცმა ძაღლი ცოცხლად დაჩეხა.
"რამდენიმე დღის წინ დუშეთში ერთმა არაადამიანმა სასტიკად მოკლა (დაჩეხა) ძაღლი!!!
ძაღლი მხოლოდ მანქანებს უყეფდა, მაგრამ არ ერჩოდა ადამიანებს! ცუგა ერთ-ერთი დუშელის იყო და შემდეგ, როცა მოჰბეზრდათ, სახლიდან ქუჩაში მოისროლეს!!
თურმე ვიდეოკამერებში ჩანს, ეს მანიაკი როგორ იწვევს და აღიზიანებს ძაღლს და ბოლოს დანით თუ ხანჯლით ჩეხავს! და ისიც გავარკვიე, რომ დიდი ხანია ეს არაადამიანი დუშეთის (და ალბათ არამხოლოდ დუშეთის) ძაღლებს აწიოკებს და სცემს!!!
მე ეს ამბავი ამ წუთას გავიგე და როგორც მითხრეს, ამ დანაშაულის დასაფარად იქვე ერთ-ერთი მაღაზიის რამდენიმე თანამშრომელმა სისხლის კვალიც დაფარა! (საჭიროების შემთხვევაში გვარებსაც ავაფრიალებ)!!!
მერე კი მერიის დასუფთავების სამსახურმა ძაღლის ნეშტი ჩუმად წაიღო და დამარხა!!! დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, ამ დეტალებსაც უკეთ გავარკვევ ცოტა ხანში!
ყველა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიგიძღვით, მკვლელით დაწყებული, "მიმჩქმალავებით" დამთავრებული, ხართ არამზადები, მანიაკები და საზოგადოებისთვის საშიშები!
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა - ყველა დამნაშავე სათითაოდ და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს!!! ეს ადამიანები მხოლოდ ცხოველებისთვის არ არიან საშიშები, გაიგეთ და შეიგნეთ ეს!!!
პ.ს. "თუ ძაღლები გინდათ, სახლში წაიყვანეთ" და მსგავსი აზროვნების ხალხი ავტომატურად დაიბლოკებით! სახლის იყო ბატონო ეს ცუგაც, მაგრამ ისროლა პატრონმა ქუჩაში!" - წერს ნინო სინჯარაძე სოციალურ ქსელში.
როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს:
"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ძაღლს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.