რეზონანსი
03.07.2026

კიევში გლოვის დღეა - უკრაინის დედაქალაქში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. დარნიცკის რაიონში, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დანგრეული შენობის ნანგრევებიდან კიდევ სამი ცხედარი ამოიყვანეს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. ქალაქის ხელისუფლება რეკომენდაციას იძლევა, სახელმწიფო დროშები დაუშვან როგორც საჯარო, ასევე კერძო შენობებზე. დღეს კიევში ყველა გასართობი ღონისძიება აკრძალულია.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა 2 ივლისის ღამეს კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×