რეზონანსი
03.07.2026

Wirtualna Polska-ს ინფორმაციით, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ (MON) მიიღო გადაწყვეტილება პოლონური MiG-29-ების ბედზე, რომლებიც უკრაინისთვის უნდა გადაეცათ დრონების ტექნოლოგიის სანაცვლოდ. შეთანხმება ძალაში არ შევიდა, ამიტომ თვითმფრინავები ეტაპობრივად მოიხსნება შეიარაღებიდან.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ უკრაინა თავდაპირველად დათანხმდა გაცვლას, თუმცა, ახლა შეთანხმებას აღარ ასრულებს. მისი თქმით, ეს ისტორიულ საკითხებთან დაკავშირებულ დავებს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო არ ასახელებს თვითმფრინავების ექსპლუატაციიდან მოხსნის თარიღებს. უწყების განცხადებით, MiG-29-ების ეტაპობრივი ჩამოწერის გრაფიკი გასაიდუმლოებული დარჩება და საზოგადოებისთვის არ გამოქვეყნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×