
დღევანდელ პროცესზე დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის მამა გამოიკითხა. ვალერი ელისაშვილმა დეტალურად მოუყვა სასამართლოს რა მოხდა იმ დღეს, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილი დააკავეს. მისი თქმით, საგამოიძებო უწყების თანამშრომელმა, რომელმაც შვილის დაკავება შეატყობინა, სულ სხვა მიზეზი დაუსახელა, ტელევიზიით კი გაიგო, რომ ალეკოს ტერაქტის მოწყობას ედავებოდნენ.
"მირეკავს უცხო ახალგაზრდა კაცის ხმა, თქვენი შვილი სასამართლოს ტერიტორიაზე დააკავესო. რისთვის, მე ვუთხარი, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, დილის 7 საათზე ამ ადამიანმა გამაგებინა ეს ამბავი და სადღაც რამდენიმე საათში გამოდის ბატონი პაპუაშვილი - ალექსანდრე ელისაშვილი დაკავებულია ტერორიზმის, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვისო. ჩემებურად გავეცი გულში პასუხი, ვერ გაიგონებდა ტელევიზორში, მაგას რომ სამშობლო უყვარს, ნეტა მაგას უყვარდეს ჩემი ქვეყანა. ალეკო ელისაშვილი 1992 წელს 14 წლის იყო, 15 წლის უკან გავიგე, მილიციის თანამშრომლებს დაუკავებიათ, მიდიოდა აფხაზეთის ომში, მოაბრძანეს უკან. მაშინ ბატონი პაპუაშვილი და მისნაირები, სად იყვნენ მაინტერესებს", - ამბობს ვალერი ელისაშვილი.
ცნობილია, რომ ალეკო ელისაშვილს მეორედ დასდეს ბრალი ტერორისტულ აქტში. ორივე საქმე სასამართლოს შენობას უკავშირდება. არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს.