რეზონანსი
03.07.2026

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან გამართული მოლაპარაკებების დროს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა. ინფორმაციას უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიწრო ფორმატში და ოფიციალური დელეგაციების მონაწილეობით მოლაპარაკებები გამართეს. ჩვენი ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ორ ათწლეულზე მეტხანს არ განხორციელებულა და მას უზბეკეთ-საქართველოს ურთიერთობების თვისებრივად ახალ საფეხურზე ასაყვანად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შეხვედრაზე განიხილეს პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სატრანსპორტო-სატრანზიტო, ტურისტულ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უზბეკური მხარის მტკიცებით, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 270 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 100 მილიონ დოლარს უკვე მიაღწია.

მირზიოევი და კობახიძე შეთანხმდნენ გააფორმონ ცალკე „საგზაო რუკა“, რომელიც უახლოეს წლებში სავაჭრო ბრუნვას 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის, ვაჭრობაში არსებულ დისბალანსს აღმოფხვრის, სასურველი პროდუქციის იმპორტ-ექსპორტს გაზრდის და სამრეწველო გამოფენების გამართვას შეუწყობს ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×