რეზონანსი
03.07.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას.

„მაქვს სიგნალები, რომ უკრაინულმა მხარემ გააცნობიერა, რომ ღირს წარსულზე გულწრფელი საუბრისთვის გზების ძიება და არ ღირს ამ დაძაბულობის გამწვავება“, - აღნიშნა ტუსკმა და დასძინა, რომ დაძაბულობის მიზეზი სწორედ უკრაინული მხარეა.

ამასთან, დონალდ ტუსკმა ნატო-ს სამიტზე მიმავალი პოლონური დელეგაციის წევრებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განცხადებების დროს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებების მსვლელობისას პოლონეთი არ შეცვლის თავის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ვარშავა არ აპირებს დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

„დელეგაციას მივმართავ თხოვნით, სიფრთხილე გამოიჩინონ პოლონეთის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადებისას. არა იმიტომ, რომ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა არ სჭირდება, არამედ მიმაჩნია, რომ პოლონეთს ძალიან დიდი ვალდებულებები აქვს ევროკავშირის მთელი აღმოსავლეთი საზღვრის მიმართ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×