რეზონანსი
03.07.2026

უნგრეთი თანახმაა, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ოფიციალური წერილი გაუგზავნოს, რომლითაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერის გახსნის პროცედურა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, ეს გადაწყვეტილება უნგრეთის პოზიციის ნაწილობრივ შერბილებას ნიშნავს, თუმცა პრობლემების დასასრულს არ ნიშნავს, რადგან ბუდაპეშტი კვლავ არ ეთანხმება დანარჩენი ოთხი კლასტერის პროცედურის დაწყებას.

მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი მოიცავს საერთო საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების, სავაჭრო პოლიტიკას, ასევე ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან. მედიის ცნობით, წერილის გაგზავნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ სფეროში მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებას - ეს მხოლოდ პროცედურის პირველი ნაბიჯია.

ახლა უკრაინა და მოლდოვა თავიანთ პოზიციებს წარმოადგენენ. ამის შემდეგ ევროკომისია მოამზადებს შესაბამის პროექტებს, რომლებსაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა დასჭირდება. პროცედურის შემდგომი ეტაპები გეგმის მიხედვით თუ წარიმართება, მოლაპარაკებების მე-6 კლასტერის ოფიციალური გახსნა 14 ივლისის სხდომაზე უნდა შედგეს. მედიის ინფორმაციით, ბრიუსელს არ აქვს ერთიანი პოზიცია დანარჩენი კლასტერების ერთდროულ გახსნასთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×