რეზონანსი
03.07.2026

დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანები ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. დაშავებულებს მძიმე ტრავმები აქვთ მიღებული და დამატებითი კვლევებისათვის კატასტროფის ბრიგადა გამოიძახეს, რომელიც პაციენტებს თბილისში გადაიყვანს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.

წყარო: "მთავარი ამბები კახეთიდან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×