რეზონანსი
04.07.2026

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტებს საკ­მა­ოდ ფარ­თო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ, რო­მე­ლიც მათ რო­გორც შიდა, ისე უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი­დან სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, უფრო მე­ტიც, მათ თა­ვად­ვე შე­უძ­ლი­ათ გან­სა­ზღვრონ, სა­ჩუ­ქა­რი პი­რა­დად მათ ეკუთ­ვნით თუ სა­ხელ­მწი­ფოს.

მა­ჯის სა­ა­თის ზო­მის ოქ­როს ბე­ჭედს, რო­მე­ლიც ბელ­გი­ურ­მა ალ­მა­სე­ბის ინ­დუსტრი­ულ­მა ჯგუფ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად დო­ნალდ ტრამ­პის­თვის და­ამ­ზა­და, სა­ერ­თო ჯამ­ში, 321 ალ­მა­სი, 56 სა­ფი­რო­ნი, 13 ზურ­მუხ­ტი და 6 ლალი ამ­შვე­ნებს, 18-კა­რა­ტი­ან ოქ­რო­ზე კი ფრა­ზა: „250 YEARS USA“ არის ამოტვიფ­რუ­ლი, სამ­კა­უ­ლის გვერ­დზე ათე­უ­ლო­ბით ალ­მა­სით ორი გი­გან­ტუ­რი ასო T არის გა­მოყ­ვა­ნი­ლი, ალ­მა­სე­ბის­გან არის შემ­დგა­რი ციფ­რე­ბი 45 და 47, რომ­ლე­ბიც სუ­პერ­მე­ნის ლო­გოს ფორ­მის ჩარ­ჩო­შია ჩას­მუ­ლი, ხოლო ალ­მა­სის­ფრ­თი­ა­ნი არ­წი­ვი, რო­მელ­საც ლა­ლის ფარი უჭი­რავს, ფე­ხით ზურ­მუხ­ტის ზე­თის­ხი­ლის ტოტს ეჭი­დე­ბა. ბეჭ­დის შიდა მხა­რეს კი ფრა­ზა: „დამ­ზა­დე­ბუ­ლია ან­ტვერ­პენ­ში დო­ნალდ ჯონ ტრამ­პის­თვის“ არის ამოტვიფ­რუ­ლი.

ბელ­გი­ე­ლებ­მა სამ­კა­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ტა­რი­ფო შე­ღა­ვა­თე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მად­ლო­ბის ნიშ­ნად და­ამ­ზა­დეს და ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის­თვის მი­სარ­თმე­ვად, ამ კვი­რა­ში, ბელ­გი­ა­ში აშშ-ის ელჩს, ბილ უა­ითს გა­დას­ცეს. ან­ტვერ­პე­ნის ალ­მა­სე­ბის მსოფ­ლიო ცენ­ტრის პრე­ზი­დენ­ტის, იზი­დორ მორ­სე­ლის თქმით, „ბე­ჭე­დი იმის მუდ­მი­ვი შეხ­სე­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს, რომ ნამ­დვი­ლი პარტნი­ო­რო­ბა, სა­უ­კე­თე­სო ბუ­ნებ­რი­ვი ალ­მა­სე­ბის მსგავ­სად, წნე­ხის ქვეშ ყა­ლიბ­დე­ბა, უძ­ლებს დრო­ის გა­მოც­დას და ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა მა­შინ ანა­თებს, რო­დე­საც ნდო­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი“.

პრე­სა­ში ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ჩუ­ქარ­ზე ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც ბელ­გი­ის ალ­მა­სე­ბის ინ­დუსტრი­ამ აშშ-ის მხრი­დან ალ­მა­სე­ბის იმ­პორტზე ტა­რი­ფე­ბის გა­უქ­მე­ბას მი­აღ­წია. ბეჭ­დის და­სამ­ზა­დებ­ლად ანტვერპენის ალმასების მსოფლიო ცენტრმა და­ვიდ გოტ­ლიბს - მა­ღა­ლი კლა­სის ანტვერპენელ იუ­ვე­ლირს მი­მარ­თა, არც ალმასების მსოფლიო ცენტრს და არც გოტ­ლიბს ბეჭ­დის ზუს­ტი ფასი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბი­ათ, თუმ­ცა ორმა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა იუ­ვე­ლირ­მა „ასოშიეიტედ პრესს“ გა­ნუ­ცხა­და, რომ სამ­კა­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 25 000-დან 35 000 აშშ დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

აშშ-ს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტებს შიდა და უცხო­უ­რი წყა­რო­ე­ბი­დან სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბა­ში სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ანი­ჭებს. გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს უცხო­უ­რი მთავ­რო­ბე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი , რომლთა მი­ღე­ბა კონ­გრე­სის თან­ხმო­ბის გა­რე­შე აკ­რძა­ლუ­ლია. თუმ­ცა, იმავდრო­უ­ლად, პრე­ზი­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ პი­რა­დი სახ­სრე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ, რათა ხა­ზი­ნას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რის სრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აუ­ნა­ზღა­უ­რონ, თუკი მისი თა­ვის­თვის და­ტო­ვე­ბა სურთ. პი­რა­დი სა­ჩუქ­რე­ბი ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­წლი­ურ ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში უნდა აი­სა­ხოს.

ამ კვი­რა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ტრამ­პის 2025 წლის დეკ­ლა­რა­ცია აჩ­ვე­ნებს, რომ მას 250 000 აშშ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ქან­და­კე­ბაც აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ბატ­ლერ­ში (პენ­სილ­ვა­ნია), 2024 წლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მი­ტინგზე მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, მის ტრი­უმ­ფა­ლურ ჟესტს ასა­ხავს, ასე­ვე დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­სას­წრე­ბი 10 ბი­ლე­თი, მათ შო­რის „ფიფას“ პრე­ზი­დენტ ჯანი ინ­ფან­ტი­ნოს­გან მი­ღე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლის ბი­ლე­თე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 000 აშშ დო­ლა­რია. 

აშშ-ის ეთი­კის ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წილ­მა „ასოშიეიტედ პრესთან“ სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ტრამპმა და­არ­ღვია თეთ­რი სახ­ლის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც მსგავ­სი სა­ჩუქ­რე­ბის მი­ღე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×