რეზონანსი
04.07.2026

გუშინ, დედოფლისწყაროში მომხდარი შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის, საბა ჯაგოდნიშვილის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, პატარა ბიჭს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მისი მდგომარეობა მართვადია, თუმცა კვლავ მძიმე რჩება.

გუშინ, 2 ივლისს, ბავშვები გზაზე სკუტერით მოქროდნენ, როდესაც მიმავალ მანაქანას შეეჯახნენ. მძღოლმა საჭის დამორჩილება სცადა, თუმცა შეჯახებისას ბავშვებმა მძიმე ტრავმები მიიღეს.

„ყველას ძალიან გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ საბა ჯაგოდნიშვილი. ახლა მას ჩვენი სულიერი მხარდაჭერა და ერთიანობა ყველაზე მეტად სჭირდება. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა შეისმინოს ჩვენი ვედრება, ძალა მისცეს მას და მალე, სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნოს თავის ოჯახს. , სკოლას, კლასს. იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის საბა ჩემს სადამრიგებლო კლასშია, მოსიყვარულე, კეთილი და ალალი ბავშვია, ლოცვით გადავარჩინოთ, - წერს საბას მასწავლებელი, ნონა ტოკლიკიშვილი თავის პოსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×